ჩვენ შესახებ
ჩვენ ვქმნით საერთაშორისო შესყიდვების სწორ სტრატეგიას — მეტი ღირებულებისა და სამართლიანი ფასისთვის.
ჩვენ ვაკავშირებთ საერთაშორისო მომწოდებლებსა და შესაბამის ქართველ მყიდველებს და ორივე მხარისთვის ვქმნით ღირებულებას მრავალწლიანი გამოცდილების, პროფესიული ცოდნის და სანდო, ეფექტიანი მიწოდება-შესყიდვის პროცესების მართვით.
ᲩᲕᲔᲜᲘ ᲓᲐᲛᲙᲕᲔᲗᲔᲑᲘ
ჩვენი დამკვეთები არიან როგორც კერძო პირები, ისე ბიზნეს კლიენტები — არქიტექტორები, დიზაინერები, დეველოპერები, სამშენებლო და სარემონტო კომპანიები, სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები, სადილერო კომპანიები და სხვა პროფესიული დამკვეთები.
ვასრულებთ ნებისმიერი მოცულობის საპროექტო შეკვეთებს.
ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲝᲛᲬᲝᲓᲔᲑᲚᲔᲑᲘ
ჩვენი მომწოდებლები არიან ჩვენს მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საგულდაგულოდ შერჩეული, ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ბრენდები, მწარმოებლები და ოსტატები, რომლებიც გამორჩეულ და ხარისხიან პროდუქციას ქმნიან.
ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ
ვმუშაობთ მხოლოდ შეკვეთით, საქართველოში მარაგის გარეშე.
სრულ პროცესს თავად ვახორციელებთ — პროდუქციის მოძიებიდან და მომწოდებლებთან მოლაპარაკებიდან, ტრანსპორტირებამდე, საბაჟო გაფორმებამდე და საბოლოო მისამართზე მიწოდებამდე.
ჩვენი ფართო საერთაშორისო კავშირები საშუალებას გვაძლევს, თითოეული პროექტისთვის ეფექტურად შევარჩიოთ ხარისხის, დიზაინისა და ბიუჯეტის შესაბამისი პროდუქცია.
ᲩᲕᲔᲜᲘ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
ჩვენი არჩევანი მოიცავს მხოლოდ საშუალო, მაღალი და ლუქს კლასის პროდუქციას.
ᲩᲕᲔᲜᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲪᲘᲐ
ჩვენი პროდუქციის ძირითადი კატეგორიებია:
- ავეჯი
- განათება
- იატაკის საფარები
- სანტექნიკა
- ფილები
- ქსოვილები
- ჭურჭელი
- დეკორატიული აქსესუარები
- დინამიკები და ხმის სისტემები