გაიიაფე შეკვეთა
50 000 ევროს, ან მეტი ღირებულების შეკვეთებისთვის თქვენთვის შევისწავლით სასურველი პროდუქციის უკეთესი პირობებით შეძენის შესაძლებლობას.
მოგვაწოდეთ ინფორმაცია პროდუქციის შესახებ და უკვე მიღებული ფასის შეთავაზება. ჩვენ გადავამოწმებთ შეკვეთის უფრო დაბალ ფასად განთავსების შესაძლებლობას, ან საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ალტერნატივას — მომწოდებლის შეცვლით, უკეთესი დიზაინის, ან ხარისხის პროდუქციის იმავე ბიუჯეტში შერჩევით.
დადებითი შედეგი გარანტირებული არ არის, რადგან შესაძლოა, კვლევამ გვიჩვენოს, რომ თქვენს მიერ დამოუკიდებლად მოპოვებული განფასება უკვე კონკურენტუნარიან პირობებს ითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი მომსახურება თქვენი ხარჯების შემცირების ნაცვლად არსებული შესყიდვის პირობების კონკურენტუნარიანობას დაადასტურებს, რაც ამ მომსახურების ერთ-ერთი მიზანია.
მომსახურება ფასიანია და გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. თუმცა, კვლევის შედეგად ჩვენთან შეკვეთის განთავსების შემთხვევაში, მომსახურების საფასური სრულად ჩაითვლება შეკვეთის ღირებულებაში.