გაყიდვების და შესყიდვების სააგენტო
ჩვენ წარმოვადგენთ როგორც ადგილობრივ მყიდველებს, ისე საერთაშორისო მომწოდებლებს და მათი სახელით ეფექტიანად ვმართავთ შესყიდვებისა და გაყიდვების პროცესებს.
ვაორგანიზებთ შესყიდვებს მყიდველების მიერ შერჩეული ბრენდებისა და მწარმოებლებისგან, ან მათი მოთხოვნების შესაბამისად ვარჩევთ და ვაწვდით შესაფერის პროდუქციას ჩვენი საერთაშორისო მომწოდებლების ქსელის მეშვეობით, ან ვიძიებთ ახალ მოწოდების წყაროებს შეკვეთის საჭიროებებიდან გამომდინარე.
ჩვენი გაყიდვების სააგენტოს მომსახურება ძირითადად განკუთვნილია ევროპული, ბრიტანული, თურქული და ამერიკული ბრენდებისთვის, რომლებიც ქმნიან და ავითარებენ საკუთარ პროდუქციასა და კოლექციებს და დაინტერესებული არიან საქართველოს ბაზარზე გაყიდვებით. ჩვენ ვეხმარებით ამ ბრენდებს საქართველოს ბაზარზე დამკვიდრებაში, პოტენციურ მყიდველებთან საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და გაყიდვების ახალი შესაძლებლობების განვითარებაში.
ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპია საერთაშორისო ვაჭრობის ეფექტიანი მოდელის შექმნა საქართველოს ბაზრისთვის, რომელიც საპროექტო ბაზრის ადგილობრივ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათთვის საჭირო პროდუქცია მაქსიმალურად სამართლიან ფასად შეიძინონ. ხოლო ეს თავის მხრივ ავტომატურად მოიაზრებს გაყიდვების მეტი ბრუნვის ალბათობას მომწოდებლებისთვის.