დროებითი მაღაზია
მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის შედეგად აღმოვაჩინეთ უამრავი გამორჩეული მწარმოებელი და ხელოსანი, რომელთა პროდუქციის მცირე რაოდენობით შეძენა ხშირად შეუძლებელია. ამასთან, საერთაშორისო შესყიდვებისა და ლოგისტიკის სფეროში დაგროვილმა გამოცდილებამ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია მოცულობითი შესყიდვებისა და ტრანსპორტირების შესაძლებლობების გამოყენება პროდუქციის საბოლოო ფასის შესამცირებლად.
სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შევქმენით დროებითი მაღაზიის კონცეფცია, რომელიც საქართველოში როგორც საცალო, ისე საკონტრაქტო ბაზრის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ როგორც მწარმოებლებისგან მცირე რაოდენობით, ჩვეულებრივ, მიუწვდომელი საინტერესო პროდუქცია, ისე უფრო ეკონომიური პირობებით შეიძინონ გაერთიანებული შეკვეთის ფარგლებში.
ჩვენს Facebook გვერდზე პერიოდულად ვაქვეყნებთ სპეციალურად შერჩეული პროდუქციის ფოტოებს, ან ვიდეოებს, აღწერილობას და შეკვეთის პირობებს. თითოეული შეთავაზების ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ სასურველი პროდუქციის შერჩევა და საერთო შეკვეთაში მონაწილეობა. შეკვეთის განთავსება ხდება ღირებულების ნაწილის წინასწარ გადახდით. თითოეული შეკვეთისთვის პირობები ჩვენთან წინასწარ ზუსტდება.
საკმარისი რაოდენობის შეკვეთების შეგროვების შემდეგ ვაორგანიზებთ პროდუქციის იმპორტსა და მოწოდებას. პროდუქციის საქართველოში მოწოდების ვადები დამოკიდებულია შეკვეთების შეგროვების ხანგრძლივობაზე, მწარმოებელსა და ექსპორტიორი ქვეყნაზე და ზუსტდება ჩვენთან შეკვეთის განთავსებისას.
მაღაზიის ეფექტიანობას კიდევ უფრო ზრდის ჩვენი ბიზნეს მოდელი: ჩვენი კონცეფცია არ ითვალისწინებს მუდმივი სავაჭრო სივრცის შენახვას, წინასწარ შეძენილი მარაგების დაფინანსებასა და მათთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს. ეს საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქცია უფრო ხელსაყრელ ფასად, იმ დანახარჯების შემცირებით, რომლებიც ტრადიციულ საცალო ვაჭრობაში პროდუქციის საბოლოო ფასზე აისახება.
ამ ყველაფრის შედეგად, ჩვენთან იქმნება გაცილებით მაღალი ხარისხის პროდუქციის უფრო დაბალ ფასად შეძენის შესაძლებლობა.